ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკიმ განაცხადა რომ , გაეროს ასამბლეაზე საქართველოდან ერთი დელეგაცია, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით უნდა წავიდეს. მისი თქმით ეს საკითხი კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.
"გაეროს გენერალური სესიის ასამბლეაზე, თუნდაც ორმხრივი შეხვედრების დროს, რაღაც გადაწყვეტილებების შესრულებაზე პასუხისმგებელი ქართული საზოგადოების წინაშე არის პრემიერმინისტრი. აქედან გამომდინარე დელეგაციის ხელმძღვანელი ლოგიკურად არის პრემიერმინისტრი, სწორი გადაწყვეტილებაა და ფორმალურად მისი მოადგილე არ შეიძლება იყოს პრეზიდენტი.
რა თქმა უნდა ჯობია, რომ იყოს ერთ დელეგაცია პრემიერმინისტრის ხელმღვანელობით. ვფიქრობ, ეს საკითხი კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდს." - განაცხადა გია ვოლსკიმ.