პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, მუსლიმთა რწმენას და მათ აღმსარებლობას პატივი სცენ. სესიაშვილის განცხადებით, ქობულეთში განვითარებული მოვლენები მიუღებელია ქართული კულტურისთვის:
"ეს ეწინააღმდეგება ჩვენს მართლმადიდებლურ მრწამსს, ამიტომ მოვუწოდებ თანამოქალაქეებს, პატივი სცენ ჩვენი თანამოქალაქეების რწმენას და მათ აღმსარებლობას. ეს მიუღებელია და ავნებს, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს", - მიაჩნია ირაკლი სესიაშვილს.