მთავარ პროკურატურაში აფრასიძეების საქმის თავიდან გამოძიების მოთხოვნით განცხადება შევიდა.
ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, საქმე მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, გიორგი ბარამიძისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ მეესტიის სოფელ ეწერში სპეცოპერაცია 2004 წლის მაისში ჩატარდა, რომლის დროსაც დაიბომბა აფრასიძეების სახლი, დაიღუპა ომეხ აფრასიძე, ხოლო მისი მამა დაიჭრა და ცეცხლწაკიდებულ სახლში ცოცხლად დაიწვა.
სამართალდამცავებმა დააკავეს დაჭრილი გოგა და შმაგი აფრასიძეები და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოთხოვნით გაასამართლეს.
"სახელმწიფომ ერთ ოჯახს გამოუცხადა ომი, ამიტომ ჩვენ ამ საქმის შესახებ ყველა ინფორმაციის გასაჯაროებას ვითხოვთ", _ აცხადებს ადვოკარტი ირმა ჭკადუა.