ივერიონი / ფოთის პორტის მუშები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ

ფოთის პორტის მუშები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ

ფოთის პორტის გაფიცული მუშები პორტის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას და მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ.


პორტის თანამშრომლებმა  გენერალურ დირექტორს ჯოზეფ ქროულის წერილობითი მიმართვა გაუგზავნეს.   

     
აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნა იმავე სადაზღვევო პაკეტის მიღებაა, რომლითაც ადმინისტრაციაში სარგებლობენ. ამასთან, მუსები აცხადებენ, რომ ანაზღაურება, რომელსაც იღებენ, საარსებოდ არასაკმარისია.


 შეგახსენებთ, რომ პორტის ხელმძღვანელობა ე.წ. რეზერვში მყოფ მუშებს, გამომუშავებით მისაღები ანაზღაურების გაზრდას - 1 სთ-ში 7ლარს, სადღესასწაულო დღეებში კი, 10 ლარამდე გაზრდას,  სიცოცხლის და შრომისუუნარობის დაზღვევას, ასევე საბონუსე სისტემის დანერგვას სთავაზობს.


ამჟამად გაფიცვის გამო ფოთის პორტში სამუშაოები პარალიზებულია. ხსენებულ ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ფირმა "ბი ენდ პი" მუშაობს.

2-11-2012, 14:29
უკან დაბრუნება