დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დუშეთის კულტურის სახლში ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული სპორტსმენები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა. ეროვნული ჩემპიონატი 11 სექტემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდა. ეროვნული ნაკრები სწორედ ამ ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება და 6-16 ნოემბერს ალმათიში (ყაზახეთი) მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.