როგორც "ცენზორ.ნეტ" იუწყება დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტს პანტელეიმონოვსკას შემოგარენში სროლების შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რვა დაიჭრა. "ბოევიკები" წუხელ შეეცადნენ პანტელეიმონოვსკიდან სხვა დასახლებულ პუნქტ ვასილევსკიში გადასვლას, რისთვისაც 200-მა დაქირავებულმა მებრძოლმა რუსეთის დროშით იერიში განახორციელა უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე. ამის მიუხედავად, უკრაინელმა სამხედროებმა "ბოევიკები", რომლებმაც ჯავშანტექნიკა და ნაღმმტყორცნები გამოიყენეს, მოიგერიეს.