ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: მედიის კრიტიკას არ უნდა მოვერიდოთ!

ირაკლი ღარიბაშვილი: მედიის კრიტიკას არ უნდა მოვერიდოთ!

    პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში მედიის კრიტიკის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კარგია, თუ ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა მედია.

 

  "მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ, როდესაც მედია არის გასაკრიტიკებელი, ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ ამას. თქვენ არ ხართ ხელშეუხებელი საზოგადოება და არ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ყველაფერი გააკეთონ და ჩვენგან არ მოისმინონ კრიტიკა. თუ ხართ არაობიექტურები, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მიგითითოთ და მე ამაში ვერავითარ წინააღმდეგობას და პრობლემას ვერ ვხედავ. როდესაც ჩვენ ვართ არაობიექტურები, მთავრობის წარმომადგენლები, თქვენ ხომ გვაკრიტიკებთ, როდესაც თქვენ ხართ არაობიექტურები, ჩვენ უნდა დავიტოვოთ უფლება, მინიმუმ მიგითითოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

15-09-2014, 13:05
უკან დაბრუნება