საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უკრაინის მხარდასაჭერად თანმიმდევრული არ არის.
მაჭავარიანმა ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე ისაუბრა, რომლის თანამხადაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში საქართველო ომში ჩაერთვებოდა.
"საქართველოს მთავრობა არაადეკვატურია, ის ემიჯნება და მას ეშინია სიტყვა სანქციების და არ არის თანმიმდევრული ჩვენი მოძმე სახელმწიფოს - უკრაინის მხარდასაჭერად.
რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, ეს მისი აზრებია და ეს ისეთივე სწორია, როგორც მისი აზრი გინდა ტელევიზიებზე და გინდა კრიმინალის არგაზრდაზე.
ამ ინტერვიუმ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი არის ბიძინა ივანიშვილი და ის უბრალოდ გაქცეულია კონსტიტუციური სივრციდან, რომ არ აიღოს პასუხისმგებლობა იმ კრიმინალის ზრდაზე, ეკონომიკის ვარდნაზე და უმუშევრობის ზრდაზე, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაშია",- განაცხადა მაჭავარიანმა.