ივერიონი / თენგიზ ფხალაძე: ამ ვიზიტის ჩაშლით ზარალდება ქვეყანა!

თენგიზ ფხალაძე: ამ ვიზიტის ჩაშლით ზარალდება ქვეყანა!

  თენგიზ ფხალაძემ მედიის წარმომადგენლებთან პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის ჩაშლის თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიზიტთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები, ფაქტობრივად, მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა.

  მისი თქმით,  მიმოწერაში აბსოლუტურად ღიად იყო დაფიქსირებული იმ ღონისძიებების, ორმხრივი თუ მრავალმხრივი შეხვედრების ჩამონათვალი, რომელიც იგეგმებოდა.
 
  "ძალიან სამწუხაროა, რომ ვიზიტი ჩაიშალა, რადგან ყოველივე ამით ზარალდება და ზიანდება ქვეყანა. დღევანდელ დღეს, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი რაც შეიძლება ხმამაღლა ისმოდეს საერთაშორისო არენაზე და აქტივობა იყოს გაასკეცებული, ამ ვითარებაში ამ ვიზიტის ჩაშლა და პრეზიდენტის არწასვლა საქართველოსთვის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში არის ძალიან ცუდი. ყველაზე ცუდია ის, რომ არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ მიღებულია გადაწყვეტილება პრეზიდენტის არწასვლის შესახებ და გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, ესეც საშიშია ქვეყნისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს და უნდა არსებობდეს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი. პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი შტო და მისი წასვლის ან არწასვლის შესახებ გადაწყვეტილება მის გარეშე არ უნდა იყოს მიღებული", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

15-09-2014, 18:09
უკან დაბრუნება