გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 100 პატიმარი ქსნის ციხეში გადაიყვანეს.
როგორც ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხემძღვანელმა მაია ხასიამ განუცხადა, 100 პატიმარი სასჯელის მოხდას ქსნის მე-15 დაწესებულებაში გააგრძელებს.
შეგახსენებთ, დღევანდელი ინფორმაციით, რამდენიმე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და ამიტომ ხორციელდება მათი ეტაპირება.