ივერიონი / დავით უსუფაშვილი: არსებობს ღონისძიებები, რომელზეც პრეზიდენტს ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეუძლია ჩასვლა!

დავით უსუფაშვილი: არსებობს ღონისძიებები, რომელზეც პრეზიდენტს ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეუძლია ჩასვლა!

   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში მონაწილეობს იმ დოზით და იმ ფორმით, რაზეც მთავრობა იქნება თანახმა.

  უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, არის სახელმწიფოს წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში.


  "მაგრამ, პრობლემა იმაშია, თუ იმ შეხვედრისას მთავრობისგან არა აქვს თანხმობა, მაგალითად, მოდი ვილაპარაკოთ ბიზნეს-კონტაქტების გაღრმავებაზე, მოდი გავაფორმოთ ხელშეკრულება უვიზო მიმოსვლაზე და ა.შ ეს არის საკითხები, რომელიც მთავრობის და პარლამენტის კომპეტენციაშია. ამიტომ, შეიძლება იყოს ორი ტიპის ვიზიტი პრეზიდენტის, მაგალითად, პოლონეთში. ეს არის ის, როდესაც ის ჩადის იქ, როგორც სახელმწიფოს მეთაური, რაღაც დღესასწაულს ულოცავს ადგილობრივ ლიდერს ან გასვენებაა სერიოზული პოლიტიკოსის, ან რამე მსგავსი ღონისძიებაა. ეს არის ღონისძიებები, რომელზეც პრეზიდენტს ყოველგვარი ნებართვის და თანხმობის გარეშე შეუძლია ჩასვლა, მაგრამ თუ პრეზიდენტი მიემგზავრება მაგალითად სავალუტო ფონდის თავმჯდომარესთან შესახვედრად, სავალუტო ფონდი მოგეხსენებათ ფრიად საქმიანი ორგანიზაციაა, ეს ის თემატიკაა, რომელიც მთავრობის კომპეტენციაა, მთავრობისგან უნდა იყოს უზრუნველყოფილი თანხმობა და პრეზიდენტს რა თქმა უნდა შეუძლია ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

16-09-2014, 10:19
უკან დაბრუნება