დღეს, ბანკითა და იპოთეკით დაზარალებულმა მოქალაქეებმა ღუდუშაურის საავადმყოფოს შემდეგ იუსტიციის სამინისტროსთან გადაინაცვლეს. აქ მყოფ ჟურნალისტებს თავდაპირველად გადაღების საშუალება არ მისცეს, ხოლო რაც მოქალაქეებთან სამინისტროს თანამშრომლები ჩავიდნენ და თან პრეს-ცენტრის წარმომადგენლებიც ჩაიყვანეს თავიანთი აპარატურით, სხვადასხვა სააგენტოს თანამშრომლებს მიეცათ გადაღების საშუალება.
აქციას ივერიონის ჟურნალისტთან ერთად Correspondent.ge წარმომადგენელიც აშუქებდა, რომელმაც მოგვაწოდა ექსკლუზიური მასალა, თუ რა ხდებოდა იუსტიციის სამინისტროში.
ვიდეო-სიუჟეტს ყოველგვარი კომენტარის გარეშე გთავაზობთ.