ივერიონი / თბილისის განვითარების ფონდს აშშ-ს საელჩო დაეხმარება

თბილისის განვითარების ფონდს აშშ-ს საელჩო დაეხმარება

დღეს თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, USAID-ს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორს ქეროლ ვილსონს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში ხელმძღვანელის მოადგილეს  ქეიჯი მორისს და აშშ-ს ეკონომიკისა და კომერციული საკითხების სპეციალისტს ნია ლომიძეს შეხვდნენ.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ფონდის თავმჯდომარის მრჩეველმა არჩილ ბარბაქაძემ და პროექტების კოორდინირების სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა ხერარდ დებუერმა, აშშ-ს საელჩოს სამომავლო გეგმები და პერსპექტივები გააცნეს.   მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავებენ ერთობლივ  პროექტებს. აშშ-ს საელჩოს ეკონომიკურმა გუნდმა თბილისის განვითარების ფონდს  ახალი პროექტების დაფინანსებასა და  კერძო ინვესტორების მოძიებაზე დახმარება აღუთქვა.

ამასთან, თბილისის განვითარების ფონდმა აშშ-ს საელჩოს მხრიდან სერიოზული საინფორმაციო მხარდაჭერა მიიღო. კერძოდ, ამერიკის სხვადასხვა წამყვან საინფორმაციო პორტალებზე  განთავსდება ფონდის მონაცემები და კონცეფცია, რაც ხელს შეუწყობს თბილისის განვითარებისთვის ინვესტიციების  მოზიდვას.
           

17-09-2014, 17:19
უკან დაბრუნება