ივერიონი / მერაბ მამარდაშვილი:-"ქართულმა გენოტიპმა დაკარგა თავისი მოხაზულობა..."

მერაბ მამარდაშვილი:-"ქართულმა გენოტიპმა დაკარგა თავისი მოხაზულობა..."

       რუბრიკა რეტრო

   ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი მერაბ მამარდაშვილი ჯერ კიდევ 1990 წელს წერდა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე. მეცნიერის აზრით რუსეთთან "ნათესაურმა" ურთიერთობამ საკმაოდ ავნო ქართულ გენოტიპს.

   -"ქართულმა ხასიათმა, ქართულმა გენოტიპმა დაკარგა თავისი მოხაზულობა, ეს დაიკარგა უკვე რუსეთთან უთიერთობაში XIX საუკუნეში, დაიკარგა ჩვენი ეკლესიის და რელიგიის დონეზე. იმდენი ჩვენ არ გვავნო მაჰმადიანობამ, ან მუსულმანურმა სამყარომ, არაბებმა ან მონღოლებმა, ან სპარსელებმა, ან თურქებმა, რომლებიც ყოველთვის გვემტერებოდნენ, განსაკუთრებით ემტერებოდნენ ჩვენ რწმენას– რელიგიას, რამდენადაც ჩვენ გვავნო "ნათესაობრივმა" კავშირმა რუსულ კულტურასთან, რუსულ ეკლესიასთან, რომელიც გვეჩვენებოდა მონათესავე.

   უფრო მყარი, უფრო მტკიცე იყო ჩვენი რწმენა, როცა ჩვენ ვანსხვავებდით ჩვენ თავს განსხვავებულ მაჰმადიანისგან ან სხვა რწმენის სახელმწიფოსაგან, რომელიც შემოიჭრებოდა ჩვენი სახელმწიფოს ფარგლებში. იქ არის რაღაც გაუგებრობა– ჩვენ დამოკიდებულებაში, წაშლა საზღვრებისა რუსულ ეკლესიასთან. ერთი რუსი ეკლესიის ისტორიკოსი აღიარებდა: "უმცროსმა დამ (რუსეთის ეკლესია) თავისი უფროსი და (ქართული ეკლესია) დაახრჩო თავის ხელებში. იმიტომ რომ უფროსმა დამ აღარ იცოდა ვინ არის მტერი და ვინ არის ნათესავი"-ამბობდა მეცნიერი.

 

   წყარო "მატიანე"

 

18-09-2014, 00:32
უკან დაბრუნება