ივერიონი / ფინანსთა სამინისტრო ამერიკის ხაზინასთან ითანამშრომლებს

ფინანსთა სამინისტრო ამერიკის ხაზინასთან ითანამშრომლებს

იმედს გამოვთქვამ, რომ ამეირიკის შეერთებული შტატების ხაზინასთან თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა  ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის ტექნიკური მხარდაჭერის ოფისის (OTA) წარმომადგენელთან ანა გრინთან შეხვედრისას განაცხადა.


 შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. სტუმარმა მინისტრს წარუდგინა პროექტის საქმიანობა და მის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები.


აშშ-ს ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისის პროექტი მიმდინარე წელს შემოსავლების სამსახურში ახორციელებს ტექნიკურ დახმარებებს შემდეგი მიმართულებებით: აუდიტორული შემოწმების ხარისხის გაუმჯობესება, აუდიტორული პროცესის მართვა, გადამხდელთა მომსახურებისა და აუდიტის მონიტორინგის  ფუნქციების ერთმანეთთან დაკავშირება და სხვა. პროექტი ორწლიანია და მის ფინანსურ მხარდაჭერას  აშშ-ს ხაზინა უზრუნველყოფს.
 

2-11-2012, 20:21
უკან დაბრუნება