ივერიონი / გიორგი ვაშაძე: თუ ვინმემ ისარგებლა ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებით, ისარგებლა "ქართულმა ოცნებამ"!

გიორგი ვაშაძე: თუ ვინმემ ისარგებლა ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებით, ისარგებლა "ქართულმა ოცნებამ"!

  საპარლამენტო უმცირესობაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას პასუხობენ, სადაც პრემიერი ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიების პროცესის გაჭიანურებას განმარტავს.

  ღარიბაშვილის თქმით, რაფალიანცის საქმის გასახსნელად 25 დღე ჰქონდათ და იმის გამო, რომ საქმის დასრულება ამ პერიოდში არ მოხერხდა, მისი გამოძიება ორი წლის განმავლობაში გაგრძელდა.

  "ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე ორი ნაწილისაგან შედგება. პირველ რიგში გასარკვევია, ვინ ჩაიდინა დანაშაული და საიდან აღმოჩნდა ბავშვი ქვევრში. მეორე ნაწილი პოლიტიკური ნაწილია. თუ ვინმემ ისარგებლა ამ შემთხვევით, ისარგებლა "ქართულმა ოცნებამ". 2012 წლის არჩევნებზე "ქართული ოცნების" მომხრეები საარჩევნო უბნებთან იდგენენ და ამბობდნენ, ბავშვის მკვლელებს ხმა არ მისცეთო," - ამბობს უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე.

   როგორც ცნობილია, რაფალიანცის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს დღეს პლენარულ სესიაზე განიხილავენ.

18-09-2014, 15:26
უკან დაბრუნება