"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი facebook-ის პირად გვერდზე მედიაში სავალალო მდგომარეობის თაობაზე წერს:
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი რომ მოკლეს და გაანადგურეს თავის დროზე, ანუ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ზუსტად ამიტომ დაიწყო დამკვიდრება ე.წ. ნეიტრალური ჟურნალისტიკის თეორიამ და ზუსტად ამიტომ ვერ არჩევს ზოგიერთი ჩვენი კოლეგა რეპორტაჟის ჟანრს ინტერვიუსაგან... ამიტომ ჰგონიათ, რომ ჟურნალისტს ყველაფრის უფლება აქვს, რესპონდენტს კი - არაფრის... ამიტომ სჭარბობს ჰონორი - ცოდნას და სიძულვილი - ადამიანის სიყვარულს... ჩვენ კი, პირველი კურსის პირველივე ლექციაზე გვაფრთხილებდნენ, რომ ადამიანი უნდა გვყვარებოდა. აქედან იწყებოდა ჟურნალისტიკა და არა კომპრომატების ძიებიდან. ქართული ჟურნალისტიკის სკოლა ნულიდანაა ასაშენებელი. თაობების აზროვნებას, უბრალოდ, ამახინჯებენ, ხოლო წერა-კითხვის მცოდნე დამწყებ ჟურნალისტთა რიცხვი სულ უფრო მცირდება, რაც ტრაგედიაა", - წერს ინაშვილი.