დღეს 07:30 აბანოთუბანში, (ალიევის სკვერის მიმდებარე ტერიტორია) კამპანიას "დავასუფთაოთ საქართველო" "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე გახსნის. როგორც უკვე ცნობილია თბილისის მერი დავით ნარმანია, შვედეთის ელჩთან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აქციაში "დავასუფთავოთ მსოფლიო" ჩაერთვება.