ამერიკის მთვრობა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების დასახმარებლად აღჭურვილობისა და საზღვარზე კონტროლის დამყარებისა და მონიტორინგის საკითხის შესწავლის მიზნით 116 მილიონი დოლარს გამოიყოფს, რაც ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას უკავშირდება. "ცენზორ.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება.
აღჭურვილობის სახით, ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს, უკრაინას ჯავშანჟილეტები, შლემები, ტრანსპორტი, ღამის ხედვის მოწყობილობები, სპეცტექნიკა, რაციები, საპატრულო ნავები, კარვები, რადარები გადასცეს.
ასევე, აშშ-ს ხელისუფლების ინციატივით, რიგი სამხედრო ექსპერტებისა და სპეციალისტებისა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უკრაინაში კონსულტაციებს გამართავენ, მათ შორის სამედიცინო დახმარების გაუმჯობესებისა და მედპერსონალის დაცვის მიზნით.