ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.
კენჭისყრის შედეგებით - 30 მომხრე 28 წინააღმდეგი, ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივა ჩავარდა.
უმცირესობა რაფალიანცის საქმეზე კომისიის შექმნას მხოლოდ ერთი მიზეზით ითხოვდა. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებდნენ, საქმეზე, რომელიც მეორე წელია არ გახსნიალა, პარლამენტის ჩართვა საგამოძიებო პროცესში აუცილებელი იქნებოდა. თუმცა, მათი ინიციატივა დეპუტატების უმრავლესობამ არ გაითვალისწინა.