ხვალ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ რეზო ალავერდაშვილის დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართება. დაკრძალვას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე ალავერდაშვილი უგვზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მისი იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მოხერხდა.
რეზო ალავერდაშვილს მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისში დაკრძალავენ.