საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი განცხადებით პარლამენტში რაფალიანცის საქმეზე საგამოძიებო კომისის შექმნით ბევრ კითხვას გაეცემოდა პასუხი.
ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივას პარლამენტში დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.
"ეს იყო ძალიან კარგი შანსი, რომ უმრავლესობას შეექმნა კომისია, დავმსხდარიყავით ერთად სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის წარომადგენლები. შესაბამისად, პოლიტიკა გამოგვეცალა ამ საკითხიდან და დეპუტატებს ერთად ენახათ ყველაფერი, რაც გამოძიებაში იყო. ეს შანსი ხელიდან გაშვებულია, მაგრამ გამორიცხულია, ეს საქმე გამოძიებული არ იქნას, თუმცა, როდის იქნება, ეს მე არ ვიცი. ამათ სურვილს ვხედავ, რომ არ გამოიძიონ საქმე, მაგრამ დადგება დრო, როცა რაფალიანცის გარდაცვალებაში დამნაშავე ადამიანი დაისჯება", - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.