ივერიონი / რას გვპირდება 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი?

რას გვპირდება 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი?

როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე მზადაა და ორშაბათს განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.


მინისტრის თქმით, ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ არის ის პუნქტები, რომლის დაფინანსების აუცილებლობა დღეს არ არსებობს. საკმაოდ შემცირებული და გაშიფრულია მუხლი "სხვა ხარჯები", რომელსაც ხელისუფლება უმეტესწილად საკუთარი ვოიაჟების და სხვა არასახელმწიფო ღონისძიებების დასაფინანსებლად იყენებდა.


2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, სოციალური პროექტების დაფინანსების პარამეტრები დღევანდელი რეალობის შესაბამისია, თუმცა, მინისტრის თქმით, "ბიუჯეტში გამოიძებნა ის რესურსები, რომ წინასაარჩევნო დაპირება შესრულდეს".


იმის გათვალისწინებით, რომ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი  "ნაციონალურმა" ხელისუფლებამ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა პარლამენტის კანცელარიაში, ბუნებრივია, ახალი მთავრობის ინიციატივებიდან გამომდინარე, ბიუჯეტში სათანადო კორექტივები შევიდა.

3-11-2012, 10:39
უკან დაბრუნება