ივერიონი / რატომ ამბობს უარს მსახიობობაზე ნინო ხომასურიძე?!

რატომ ამბობს უარს მსახიობობაზე ნინო ხომასურიძე?!

მსახიობი ნინო ხომასურიძე საკმაოდ წარმატებულ ადამიანთა რიცხვში აღმოჩნდა. 2003 წელს  კანის კინოფესტივალზე მიიწვიეს.  გასულ წელს კი ესპანელმა რეჟისორმა პედრო ალმადოვარმა თავის ერთ-ერთ ფილმში მონაწილეობა შასთავაზა უკვე წლების მანძილზე ბავშვთა და მოზარდთა  თეატრალური ფესტივალის "მაჩაბელას" ჟიურის თავჯდომარეა.  წელს კი ფესტივალის ორგანიზატორმა მამუკა ლომინაძემ სიურპრიზი მოუმზადა- ნინო ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის "მაჩაბელას" პრიზი გადაეცა. როგორც მსახიობმა განაცხადა, მას მოულოდნელი სიურპრიზები ახარებს. ხომასურიძის თქმით, ძალიან ბედნიერი წელი ჰქონდა. ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ასევე პრიზი მიანიჭა თეატრალურმა კავშირმა და "ოქროს ფრთა" მიიღო "სამოთხის ვაშლთან" ერთად.

 

"მაჩაბელას"  ჟიურის თავჯდომარის განცხადებით, მას მძიმე პერიოდი ჰქონდა და ბევრი ტრაგედიები გადაიტანა. თუმცა, ფარ-ხმალი მაინც არ დაუყრია. დღესაც თამაშობს ფილმებში, მაგრამ თეატრზე რადიკალურად თქვა უარი.  მან ერთერთი ბოლო როლი დოიაშვილის  "ჯინსების თაობაში" ითამაშა.  რაც შეეხება პედრო ალმადოვარის ფილმს, რომელშიც ის ერთ-ერთ როლს განასახიერებდა ჯერჯერობით უცნობია, როდის იხილავს მას მაყურებელი.  " კანის კინო ფესტივალზე როცა მე გავხდი აღმოჩენა, გადავწყვიტე მეც გამეკეთებინა აღმოჩენები- მე აღმოვაჩინე საოცარი ადამიანი თორნიკე. საერთოდ მინდა აღვნიშნო, რომ  სადაც იწყება თეატრობანას თამაში, იქ მთავრდება არტისტიზმი. ჩემთან არ ჭრის თხოვნები და ნაცნობ მეგობრებით  წარმატების მიღწევა. ფესტივალის დროს საერთოდ ვერ მეკარებიან.  თავისი შვილი ყველას პიტერ ოტული ჰგონია და ეს არ არის სწორი! ბევრი მშობელი მყავს უკმაყოფილო, მათ უნდა იცოდნენ, რომ მთავარი ცოდნაა. არ შეიძლება იმუშაო მარტო იმიტომ, რომ გადაგიხადონ ხელფასი, ხომ უნდა იმუშაო კეთილსინდისიერად?! " -ამბობს ნინო ხომასურიძე ამჟამად მსახიობი ძირითადად სერიალებში თამაშობს.იგი  ვინმე პატარა ნიჭიერ ბიჭზე -გიორგიზე საუბრობს, რომელმაც სერიალში მონაწილეობის მიღება სთხოვა.  "ამ პატარა ბიჭმა ისეთი გუნდი შეკრიბა, გაოცებას ვერ ვმალავ. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობობას თავს ვანებებ, ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს." ჭორის სახით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მაინცდამაინც ალმადოვარის დონეზე მუშაობა სურს, მსახიობი უარყოფითად პასუხობს. ამბობს, რომ უბრალოდ დაიღალა. მიუხედავად იმისა რომ შესაძლებლობები არ ამოუწურავს, სურვილი გაუქრა ითამაშოს. კიეველი რეჟისორი მას ექსკლუზიურად ფილმის გადაღებასაც დაჰპირდა, მაგრამ მსახიობმა ქართულ პუბლიკას არ უღალატა. "ჯინსების თაობიდან"  წამოსვლის შესახებ მსახიობი აცხადებს, რომ დოიმ სპეკტაკლი აჩუქა ავთო ვარსიმასვილს, მას არ სურდა რომ ვარსიმაშვილის საჩუქარი გამხდარიყო. მისივე თქმით, ამ სპექტაკლში მთელ თავის ცხოვრებას დებდა და ძალიან იტვირთებოდა. სამოცი წლის მსახიობი რეალურ მიზეზად ამას ასახელებს და დასტურად შვილსაც კი იფიცებს.

3-11-2012, 11:07
უკან დაბრუნება