საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში იმყოფება.
პრემიერი დღეს ბაქოში ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა.
საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიან - ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი ერეკლე ტრიპოლსკი.