საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის დაყადაღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"დღეს გავიგე ქონების დაყადაღების შესახებ. იმ სიაში ჩემი ბინაც არის, სადაც მიშას პრეზიდენტობამდე ვცხოვრობდით და მერეც ისევ ვცხოვრობთ. 20 წლის წინ, როცა გავთხოვდი, მამაჩემმა ბინა მაჩუქა პეროვსკაიაზე, გავყიდე 3-ჯერ ძვირად, მერე საბურთალოზე გადავედით. მერე ისევ გავყიდე და გადავედით ბარნოვზე. ეს იყო 2002 წელს. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველანაირად მიუღებელია, რომ საუბარი იყოს ამ ჩემს ბინაზე!", - წერს რულოვსი.