ივერიონი / ლაურა ღაჭავა: ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს!

ლაურა ღაჭავა: ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს!

    ბიზნესმენ დავით კოდუას დედის ლაურა ღაჭავას განცხადებით, მისი შვილის დავით კოდუას ცემაში ბრალდებული ნოშრევან ნამორაძის გათავისუფლება შერჩევითი სამართლის დამსახურებაა.

  "ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ გულახდილად გეტყვით, არანაირი იმედი არ მაქვს, ვინაიდან ისე ჩატარდა ეს პროცესი, ცუდი სპექტაკლივით იყო - ვერ გაიგებდი, ვინ იყო ადვოკატი, ვინ პროკურორი და რა ხდებოდა. ისე გააკეთეს, თითქოს ნოშრევანს ბუასილი აქვს და კიბოში გადაეზრდებოდა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს, ჩემი შვილი კი ასეთ მდგომარეობაში იყო, 7-ბალიანი ტრავმა მიიღო და ვითომც არაფერი. ძალიან მტკივნეულია ეს ჩემთვის, შერჩევითი სამართალი ძალიან ცუდია", - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

 

   სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნოშრევან ნამორაძეს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და დარბაზიდან გათავისუფლდა.

20-09-2014, 13:09
უკან დაბრუნება