ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილს მაინცდამაინც კარგი ფონი არ შეუქმნეს!

გიორგი მარგველაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილს მაინცდამაინც კარგი ფონი არ შეუქმნეს!

  გიორგი მარგველაშვილი პროკურატურის მიერ მისი წინამორბედის ქონების დაყადაღების საკითხს გამოეხმაურა.
 
    როგორც ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" მარგველაშვილმა განაცხადა, მას არ გაუკეთებია ანალიზი იმაზე, რატომ მოხდა ეს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან ერთი კვირის თავზე და პრემიერ ღარიბაშვილის ვაშინგტონში ვიზიტის წინ.

    "სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ერთი კვირის წინ მძაფრი განცხადებაა გაკეთებული, რომელსაც ყურადღებით მოვუსმინეთ, მე პირადად გულისუყურით მოვუსმინე და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, მნიშვნელოვანწილად შეერთებული შტატების დახმარებაზეა. ერთი კვირის მერე პრემიერი ღარიბაშვილი აშშ-ში მიდის, დღეს ქონების დაყადაღება ხდება. პოლიტიკურად ეს ძალიან რთულად ჩანს. ვფიქრობ, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ბატონ ირაკლის მაინცდამაინც კარგი ფონი არ შეუქმნეს. იმედი მაქვს, ეს პრობლემა არ იქნება, ჩვენი დელეგაციისთვის და შევძლებთ პოლიტიკური ნაბიჯების წინ გადადგმას. რატომ დაადეს ყადაღა, რა მიზეზი იყო, რატომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან ერთ კვირაში ამას არ ჩავღრმავებივარ, მაგრამ მე მივესალმებოდი, რომ ჩვენს დელეგაციას ვაშინგტონში უკეთესი ფონი ჰქონოდა", – განაცხადა მარგველაშვილმა.

20-09-2014, 13:15
უკან დაბრუნება