ივერიონი / კახა კალაძე: საქართველოში 800 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდება!

კახა კალაძე: საქართველოში 800 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდება!

    "ჩვენი ქვეყნის გავლით ხდება შაჰდენიზის მე-2 ფაზის პროექტის განხორციელება. დამატებითი მოცულობები დარჩება ქვეყანას, 16 მილიარდამდე გაიზრდება გამტარუნარიანობა", - აღნიშნული განცხადება აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გააკეთა.

 

   საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში იმყოფება. პრემიერმა ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

    "საინტერესოა იმ მხრივ, რომ საქართველოში დაახლოებით, 700-დან 800 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრი ადამიანი იქნება დასაქმებული. სამუშაო ადგილები შეიქმნება. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანას დამატებითი მოცულობის გაზი დარჩება", - განაცხადა კალაძემ.

20-09-2014, 14:37
უკან დაბრუნება