ივერიონი / მიხეილ მაჭავარიანი: ფარული მოსმენების სისტემა ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო!

მიხეილ მაჭავარიანი: ფარული მოსმენების სისტემა ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო!

  საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წერვრი მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ფარული მიყურადების სპეცაპარატურის პირდაპირ წვდომასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეცდომა იყო.

  მისი თქმით, მთავარი შეცდომა იყო ის, რომ თავის დროზე ამ მექანიზმზე კონტროლის გამკაცრება არ მოხდა.

  "ეს იყო  ჩვენი ერთ–ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაზეც პოლიტიკურად პასუხი ვაგეთ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი მაღალჩინოსანი, ყოველგვარი კონტროლის გარეშე ახორციელებდა ამას, მათ შორის ოპოზიციასა და მაშინდელი ხელსიუფლების წარმოამდგენლებზე. ამიტომ, ბრძოლა იმისთის,  რომ ეს შეიცვალოს, გარკვეულწილად ჩვენთვის სიმართლის თქმა იქნება, იმის, რომ არ მოგვწონდა ის, რაც მაშინ ხდებოდა",– განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ ფარულ მოსმენებზე მომუშავე კომისია, რომელიც ე.წ გასაღების გადაცემის შესახებ დღეს შეიკრიბა, ცვლილებისთვის სამ სხვადასხვა ტიპის მოდელს განიხილავს.

20-09-2014, 21:14
უკან დაბრუნება