ივერიონი / ზურაბ აბაშიძე: საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციაში არ უნდა იყოს!

ზურაბ აბაშიძე: საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციაში არ უნდა იყოს!

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ხელისუფლება გიორგი მარგველაშვილს  კონკურენტად არ განიხილავს.


   აბაშიძისთვის ლოგიკურია პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ იგი ოპოზიციაში წასვლას არ აპირებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური კარიერის უმაღლეს თანამდებობაზე იმყოფება და დღის წესრიგიდან მოხსნილია საკითხი, რომ მან შესაძლოა პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგას.

   რაც შეეხება ინფორმაციას, განიხილებოდა თუ არა გიორგი მარგველაშვილის თანამდებობიდან გადადგომის საკითხი ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის გართულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლობაში ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხზე  მათთან საუბარი არ ყოფილა.

   "ის მთავარი რამ, რაც პრეზიდენტმა თქვა, რომ ის არ აპირებს ოპოზიციაში ყოფნას, კარგი მოსასმენი იყო. ეს არის ძალიან კარგი და საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა იყოს ოპოზიციაში ხელისუფლებასთან. ვფიქრობ, რომ ის საკითხები, რომლებზეც გაუგებრობა იყო, უნდა დაიძლიოს. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი განცდა მაქვს.  მომავალში აღარ უნდა იყოს ამის საჯარო განხილვები",– განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

20-09-2014, 21:19
უკან დაბრუნება