ივერიონი / რუსთავის ციხესთან სიმშვიდეა

რუსთავის ციხესთან სიმშვიდეა

სასჯელაღსრულების რუსთავის მე-16 დაწესებულებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე  ამჟამად სიმშვიდეა. მსჯავრდებულების მშობლებმა  და  ოჯახის წევრებმა აქცია წუხელ გვიან ღამით შეწყვიტეს.


 ორი პატიმარი ვასილ დავლაშერიძე და თეიმურაზ ჩიჩუა წუხელ კარცერიდან საკნებში გადაიყვანეს. ციხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პატიმრების ნათესავებს ერთმანეთთან გასაუბრების საშუალება მისცა.

მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ციხის შიდა  არეულობა დასტაბილურდა .

3-11-2012, 11:58
უკან დაბრუნება