პოლიტიკურ საკითხებში გაეროს უფროსი ოფიცერი, კახა ლომაია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლის სანდრა რულოვსის შესახებ facebook- ის საკუთარ გვერდზე წერს.
"უამრავ სხვა საქმესთან ერთად - კლასიკური მუსიკის რადიო "მუზა", ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება, სოციალურად დაუცველთა დახმარება, გაეროს ბავშვა ფოდნის UNICEF-ის კეთილი ნების ელჩობა და კიდევ ათობით სხვა საქმე, არის ერთი, რომლის შესახებაც ცოტა ვინმემ თუ იცის. წლების განმავლობაში, კვირაში ერთი სრული დღით, სანდრა ადიოდა ონკოცენტრში, ლისის ტბაზე, და იქ, როგორც რიგითი მედდა, უვლიდა ავადმყოფებს. გადახვევები, გადასხმები, წამლები და, რაც მთავარია, ამ უმძიმესი ავადმყოფების გამხნევება და მოფერება.
გვაპატიე, სანდრა. ის, ვინც შენ ბინა დაგიყადაღა, არ არის ნამდვილი საქართველო. ის ცახესია, ერთი პატარა და ბოღმიანი კაცი. იმ საქართველოს, რომელიც შენ შეიყვარე და მიიღე, როგორც სამშობლო, ნამდვილ საქართველოს, შენ უყვარხარ, როგორც თავისი მზრუნველი, კეთილი და ლამაზი ასული."
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონება დაყადაღებულია. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა 19 სექტემბერს გააკეთა განცხადება. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების დაყადაღებაც მოითხოვა.