საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამართლებრივ დევნას ადგილი არ აქვს. საგანელიძის განმარტებით, სამართალდამცავი სტრუქტურები იძულებული არიან, დააყადაღონ იმ ადამიანის და მისი ოჯახის წევრების ქონება, ვინც კანონი დაარღვია.
"ნამდვილად არ მივიჩნევ, რომ დღეს ქვეყანაში სამართლებრივი დევნა არსებობს, მე დარწმუნებული ვარ და ამას საზოგადოების დიდი ნაწილიც ხედავს, რომ ელემენტარულად, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაარღვიეს კანონი, სამართალდამცავი სტრუქურები იძულებულნი არიან კანონის დამრღვევისა და მისი ოჯახის წევრების ქონება დააყადაღონ",-განაცხადა საგანელიძემ.
ცნობისათვის, პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტისათვის ქონების დაყადაღების შესახებ განცხადება გაავრცელა.