საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ პატიმრის გაქცევა იმას ადასტურებს, რაზეც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თვეების განმავლობაში საუბრობენ.
"ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ ზოგადად, პენიტენციურ სისტემაში ყველაფერი არის ჩამოშლილი, კონტროლი თავიდან ბოლომდე, აღებული აქვთ "კრიმინალურ ავტორიტეტებს". ეს შემთხვევაც არის დადასტურება ამ ყველაფრის", - განაცხადა ჯაფარიძემ.
სისტემაში არსებული ვითარების დამძიმებაზე საუბარი გადაჭარბებულად მიიჩნია უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის პატიმარი რუსლან სოსელია ქუთაისში, დასავლეთის ინფექციურ დაავადებათა ცენტრიდან, გუშინ, გვიან ღამით გაიქცა.