საფრანგეთის ქალაქ ბერჟერაკის მერიის მრჩეველი კონსულტანტი ნუგზარ სულაშვილი "facebook"- ის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის მეუღლისათვის ბინის აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ წერს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონება დაყადაღებულია. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა 19 სექტემბერს გააკეთა განცხადება. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების დაყადაღებაც მოითხოვა.