ივერიონი / მშვიდობა ჩვენი უფლებაა!

მშვიდობა ჩვენი უფლებაა!

   გუშინ მშვიდობის საერთაშორის დღის აღსანიშნავად საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში მშვიდობის კვირეული დაიწყო.

   საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, ადამიანის უფლებათა სახლსა და მის წევრ ორგანიზაციებთან ერთად მშვიდობის კვირეულს 21სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე უმასპინძლებს.

   დადგენილია კვირეულის ფარგლებში გასამართი ღონისძიებებიც:

 

22 სექტემბერი - აქტივობა სოციალურ ქსელში. მშვიდობა ჩვენი უფლებაა – მთელს მსოფლიოში ადამიანები ავრცელებენ ამ გზავნილს სოციალურ ქსელებში, შემოგვიერთდით.

 

23 სექტემბერი - ვიზიტი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის უფლებადამცველების მობილური ჯგუფი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები გორის რაიონის სოფლებში ჩავლენ, ადგილზე მოახდენენ მოსახლეობის პრობლემათა დოკუმენტირებას და საჭიროებისამებრ, სამართლებრივ და  ფსიქოლოგიურ კონსულტაციას გაუწევენ მათ. 

 

24 სექტემბერი - ადამიანის უფლებათა სახლის ინიციატივით გაიმართება ფილმის "ყველგან, მაგრამ არა აქ" ჩვენება და დისკუსია.

 

მოდერატორი - ნინო ტლაშაძე, ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის მოადგილე.

 

ჩვენება გაიმართება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში 15.30 საათზე. მის. მელიტონ ქანთარიას 11ა. დასწრება თავისუფალია.

 

25 სექტემბერი - ადამიანის უფლებათა სახლის ინიციატივით გაიმართება ქუჩის აქცია მშვიდობის მხარდასაჭერად, 16:00 საათზე, ვერის პარკში.

 

26 სექტემბერი -სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივით გაიმართება საჯარო დებატები თემაზე "ადამიანის უფლებები კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში: ხელისუფლების როლი და პასუხისმგებლობა"

 

მომხსენებლები:

 

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი;

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი;

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გოჩა რატიანი;

 

აქტივისტი ერგნეთიდან ლია ჩლაჩიძე;

 

მოდერატორი: ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი.

 

   დებატები გაიმართება 6-დან 8 საათამდე ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში. მის. გუდიაშვილის ქ. 7. დასწრება თავისუფალია.

   მშვიდობის საერთაშორისო დღის  მთავარი სამშვიდობო მესიჯია "მშვიდობა ჩვენი უფლებაა".  შემოუერთდი მშვიდობის კვირეულთან დაკავშირებულ აქციას, ჩამოტვირთე დოკუმენტი, ამობეჭდე, გადაიღე ფოტო და გააზიარე სოციალურ ქსელში.

 

22-09-2014, 06:42
უკან დაბრუნება