სალომე ზურაბიშვილი:-"ქართველის წარმატება ყველა ჩვენგანის წარმატებაა და ასეთი ინფორმაციები აუცილებელია".
ივერიონი დაინტერესდა, თუ ვის წარმატებაზე საუბრობდა ქალბატონი სალომე, გაირკვა, რომ საქართველო კიდევ ერთმა ქართველმა, ნინო ხატარიშვილმა ასახელა.
ახლახანს გამოვიდა ნინო ხარატიშვილის (Nინო Hარატისცჰწილი) მესამე რომანი (გამომცემლობა Fრანკფურტერ Vერლაგსანსტალტ) ამჯერად ავტორი გვთავაზობს 1275 გვერდიან ისტორიულ რომანს, "Dას აცჰტე Lებენ (Füრ Bრილკა)" (მერვე სიცოცხლე (ბრილკასათვის). არაოფიციალური თარგმანი. ავტ.)
ნინო ხარატიშვილის შემოქმედება, როგორც მწერლის, დრამატურგისა და რეჟისორის გერმანულენოვან სივრცეში კარგად არის ცნობილი. მისი რომანი-დებიუტი "ჟუჟა"გასულ წელს საქართველოშიც ითარგმნა, ხოლო წინა რომანი "Mეინ სანფტერ ძწილლინგ" გერმანიაში წარმატების შემდეგ უკვე ექვს ენაზე ითარგმნა. მიუხედავად ამისა, ახალგამოსულ რომანს განსაკუთრებული გამოხმაურება აქვს. არ დარჩენილა გერმანიის კულტურის მიმომხილველი, მედია, სადაც არ ყოფილიყოს რეცენზია ან ინტერვიუსათვის არ მიეწვიათ ავტორი.
წიგნი გამომცემლობის მხრიდანაც დიდი გულმოდგინებითა და სიფაქიზით არის წარმოდგენილი. რეცენზიების მიხედვით, ის არა მარტო წელს წასაკითხ საუკეთესო წიგნად არის დასახელებული (FAძ), არამედ ასევე საუკეთესო გამოცემად. (წიგნის გრაფიკა ეკუთვნის იულია ბიურლე-ნოვიკოვას).
წიგნში მოთხრობილია რვა სიცოცხლის ამბავი, ერთი ოჯახის ისტორია. თხრობა იწყება 2006 წელს,12 წლის ბრილკას გაუჩინარებით, რომელიც ვენაში აღმოჩდება. მისი დეიდა, ნიცა იწყებს იხსენებს თავიანთი ოჯახის ისტორიას და უყვება ბრილკას, რომელიც ამბობს: …"ამ სტრიქონებს ვუმადლი უსასრულოდ ბევრი ცრემლის დაღვრას, ვუმადლი ჩემს საკუთარ თავს, რომელმაც დატოვა სამშობლო, რომ ეპოვნა საკუთარი თავი, მაგრამ მაინც რომელსაც ის უფრო და უფრო კარგავდა, და მაინც ამ სტრიქონებს უპირველესად გიმადლი შენ, ბრილკა."
ნინო ხარატიშვილი რომანის ლიტერატურული მასალად საქართველოს ისტორიის ბოლო 100 წელი, დღევანდელობამდე არის აღებული. თხრობა იწყება პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის მიჯნაზე.
ფილოსოფიურ ისტორიოგრაფიაში ე.წ. "მოკლე საუკუნე" (Eრიც Hობსბაწმ) ხარატიშვილის რომანში ერთი სტრიქონით შესანიშნავად არის გადმოცემული: …"ამ სტრიქონებს ვუმადლი საუკუნეს, რომელმაც ყველა ყველას უღალატა და იმედი გაუცრუა"(...Iცჰ ვერდანკე დიესე ძეილენ ეინემ ჟაჰრჰუნდერტ, დას ალლე ბეტროგენ უნდ ჰინტერგანგენ ჰატ". )
"მოკლე მე-20 საუკუნე" (და შესაბამისად გამოთქმა,- "გრძელი 19 საუკუნე" ჟურგენ Oსტერჰამმელ) გულისხმობს მის "მოგვიანებით" - პირველი მსოფლიო ომით დაწყებას, მას მოყოლებული რევოლუციით, მეორე მსოფლიო ომითა და ე.წ. "რკინის ფარდის" დეკონსტრუქციის მცდელობით, 90-იან წლებში ეპოქალური ცეზურით,- მისი "მეორე ბოლოდანაც" დამოკლებით.
ძნელია თქმა, რამდენად შეძლებდა ნინო ხარატიშვილი მსგავსი რომანის შექმნას საქართველოში, სადაც საზოგადოების მიერ პასუხგაუცემელ შეკითხვებს, გაზავებულს კოლექტიურ ტრამვებში თუ მავანთა ამბიციებში, ქაოტური ინერცია აქვს აღებული. ეს შეკითხვები მოქუფრულ სუბსტაციად ქცეული, გაურკვევლად მყოფი ნიჰილიზმსა და მდაბიურ პათოსს შორის, შავ ღრუბლებადაა საქართველოს თავზე. ასეთი მასშტაბის მასალის თხრობისათვის საჭირო დისტანცია ავტორს მისი სამწერლო ენით, - გერმანულით ნაწილობრივ დაძლეული აქვს. დანარჩენი საჭირო მანძილისათვის კი ავტორს შემოქმედებითი ინტუიცია არ ღალატობს. ავტორისეული თხრობა რომანში ერთერთი პერსონაჟის, ნიცას პირით არის გადმოცემული.
ჩვენთან ინტერვიუში ნინო ხარატიშვილი აღნიშნავს: …." ძალიან დამეხმარა ის ფაქტი, რომ მთელი ეს რომანი მიძღვნილი ფორმითაა დაწერილი, ანუ ერთი ადამიანი მეორეს უყვება ამ ყველაფერს. აქ მე, როგორც ავტორი საერთოდ არ ვფიგურირებ. და ეს თხრობის მანერა, პროცესი ასევე ერთ- ერთი თემაა, ის ყოველთვის გახსენებს თავს. მაგალითად როცა ნიცა ყვება, რომ სტასია და სიმონი მუხის ქვეშ შეხვდნენ ერთმანეთს და იქ შედგა მათი პირველი კოცნა, ის ამატებს, რომ მან ეს დაზუსტებით არ იცის, მაგრამ მას ეს ასე წარმოუდგენია. ამ ხერხით მე შევეცადე თავიდან ამეცილებინა რაღაც აბსოლუტურის, ჰერმეტულის ილუზია. ერთ ერთ წინადადებაში ნიცა ამბობს კიდეც, რომ- .."ეს ისტ ნიცჰტ Gეწისსჰეიტ üბერ დიე ეს სიცჰ ზუ ერზäჰლენ ლოჰნტ, სონდერნ დიე Vერმუტუნგ." (რისი მოყოლაც ღირს, ეს არაა სიზუსტე, არამედ მხოლოდ წარმოდგენა)
ნინო ხარატიშვილის შემოქმედება, რომანების გარდა, მისი პიესები, ასევე რეჟისორული ნამუშევრები გამოირჩევა რთული, პოლიფონიური სტრუქტურით. ნინოსთან თითოეული ადამიანი ყველაფერთან არის უხილავი ქსელით დაკავშირებული და ავტორი ამ შრეების ერთდროულობის ჩვენებას ორიგინალური გადაწყვეტილებებით ახერხებს.
"მერვე სიცოცხლეში" ყველანი ერთად, ავტორი, მკითხველი და რომანის გმირები, თითქოს ერთად დახეტიალობენ დედამიწაზე, ისტორიის სისასტიკეში და გამოსავალს ეძებენ. პერსონაჟები ისტორიული მასალის, კონკრეტული გეოგრაფიის მიუხედავად განზოგადოებული პერსონაჟები არიან, მსოფლიოს მოქალაქენი, დედამიწაზე მაცხოვრებლები, ყველას სატკივარის მატარებელნი.
წყარო: www.einblickgeorgien.blogspot.de