ივერიონი / ალეკო ელისაშვილი:-"დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანს ნარკოტიკი ჩაუდეს და ეს არის სისაძაგლე!"

ალეკო ელისაშვილი:-"დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანს ნარკოტიკი ჩაუდეს და ეს არის სისაძაგლე!"

   თენგო ერისთავის დაკავებას სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ეხმაურება და წერს:

 

   -"ორი დღეა ვხვდები თენგო ერისთავის ახლობლებს, იურისტებს, ადვოკატებს. ამ საკითხზე ვესაუბრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს (ჩემთვის პატივსაცემებს!), ადამიანის უფლებების დამცველებს და უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანს ნარკოტიკი ჩაუდეს. ჩემდა სამწუხაროდ ამაში დავრწმუნდი და მტკივა იმის აღიარება რომ ახლაც პოლიცია ძველი, საძაგელი მეთოდებით მოქმედებს. არც კრიმინალის დამცველი ვყოფილვარ არასდროს და არც დამნაშავეების, მაგრამ დანაშაულთან და კრიმინალთა ასე ე.წ. "ბრძოლამ" სადამდეც მიგვიყვანა სულ ცოტა ხნის წინ რატომ გვავიწყდება და რატომ ავიწყდება ახალ ხელისუფლებას???? ნეტავ რა პოზიცია აქვთ ეკა ბესელიას? მანანა კობახიძეს? შალვა შავგულიძეს, რომელიც ინფორმირებული ყოფილა რომ თენგო ერისთავის დაკავებას აპირებდნენ ე.წ. ნარკოტიკის ჩადებით. ნარკოტიკის ჩადების პრაქტიკა არის სისაძაგლე და ვინც ეს განახორციელა ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა აგოს ამაზე პასუხი!!!"

 

   მკითხველს შევახსენებთ, რომ ვაკეში მოკლული ლაშა მახარაძის მეგობარი თენგიზ ერისთავი 17 სექტემბერს დააკავეს. გამოძიების ცნობით, მას ნარკოტიკული ნივთიერება "სუბოტექსი" აღმოაჩნდა. ერისთავს ბრალი განსაკუთრებით დიდ ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის მუხლით წაუყენეს. თავად ერისთავი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს. 

 

22-09-2014, 07:09
უკან დაბრუნება