ივერიონი / კოტე ინაშვილი:-"მარგველაშვილს მოკლავენ და ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს დააბრალებენ!"

კოტე ინაშვილი:-"მარგველაშვილს მოკლავენ და ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს დააბრალებენ!"

   დღეს, 11 საათზე უფლებადამცველი კოტე ინაშვილი "რეპორტიორის" პრესკლუბში სკანდალურ განცხადებას გააკეთებს. მისი თქმით,  წყაროს ინფორმაციით მარგველაშვილს მოკლავენ და ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს დააბრალებენ.კიდევ რა ახალი დეტალები გახდება ცნობილი კოტე ინაშვილის განცხადებიდან, ამას ბრიფინგზე შევიტყობთ, იქამდე კი, როგორც მან უკვე განაცხადა რეპორტიორთან საუბარში, გეგმა, რომელიც შემუშავებულია,  ქვეყანაში შექმნის ქაოსს, რომელიც ნაცკრიმინალებს აწყობთ...

 

   -"ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, გიორგი მარგველაშვილი მოიაზრება როგორც "ნაცმოძრაობასთან" გაიგივებული და ალიანსში შესული ფიგურა. ამაზე მეტყველებს ბატონი მარგველაშვილის ურთიერთობა ნაცებთან.

   ამავე დროს გიორგი მარგველაშვილთან არაერთი პოლიტიკური პარტია ცდილობს მჭიდრო კავშირების დამყარებას და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. კოალიცია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ლიდერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ დაუპირისპირდა პრეზიდენტ მარგველაშვილს და მისი "საიდუმლო სერობებით" მეტად უკმაყოფილოა.

    არსებობს ჭორი, რომ მარგველაშვილს შეთავაზებები აქვს ივანე ჩხარტიშვილისგან, რათა ერთობლივი პარტია შექმნან, ასევე ალასანიასგან, რესპუბლიკელებისგან და "ნაციონალური მოძრაობისგან". ერთი სიტყვით, მარგველაშვილი პოლიტიკურ "ცვეტშია". მაგრამ ჩემი წყაროს ინფორმაციით, მარგველაშვილს ლიტვინენკოს ბედი ემუქრება - მას მოკლავენ და ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს დააბრალებენ!

    ეს ქვეყანაში შექმნის ქაოსს და საერთაშორისო სივრცეში ივანიშვილს მოუწევს თავის მართლება... ქვეყანაში შეიქმნება საბოტაჟი და ქაოსი, რომელიც ნაცკრიმინალებს აწყობთ... ამავე დროს გააქტიურდებიან ნაცფოკუსჯგუფები, რომლებიც ჩაბუდებული არიან სხვადასხვა ინსტიტუტებში - შსს ში, სასჯელაღსრულებაში (ციხეებში დაიწყება ბუნტი), თავდაცვაში და ა.შ. ეს არის ნაციონალების გეგმა..."  

 

22-09-2014, 07:42
უკან დაბრუნება