საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი სასჯალაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებას ეხმაურება.
"ის ფაქტები, რაც ამ ბოლო პერიოდში გვესმის, ვხედავთ, მე ვფიქრობ, რომ არის უაღრესად შემაშფოთებელი. ამის იქით უკვე, ალბათ, კატასტროფა იწყება. არავინ არ ხატავს აქ რაღაც აპოკალიფსურ სურათს. მე ვფიქრობ, ხელისუფლებამ, თუ მას აქვს ამის უნარი, უნდა მიიღოს ძალიან გადამჭრელი ზომები",-აცხადებს წერეთელი.
შეგახსენებთ, რომ ეკა კვესიტაძის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ რამდენიმე აუდიოფაილი გამოქვეყნდა. როგორც გადაცემაში აღინიშნა, ჩანაწერები, ძირითადად, 2013 წელსაა გაკეთებული.