ივერიონი / "საქართველოს პირველი არჩევანის" პირველი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

"საქართველოს პირველი არჩევანის" პირველი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

  დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" "საქართველოს ევროპული არჩევანის" (სეა) პირველი პროექტის "სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართება, სადაც სიტყვით გამოვლენ სეა-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე არჩილ კბილაშვილი და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი დენიელ რეიფი.

   შეგახსენებთ, რომ პროექტი მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) მხარდაჭერით ხორციელდება და მას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

   პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს პროკურატურის რეფორმირების ხელშეწყობას, პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობისა და პროკურატურის პროფესიონალიზმის გაზრდას, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებისთვის და არსებული აღკვეთის ღონისძიებების სისტემის შეცვლისთვის ხელშეწყობას.

22-09-2014, 10:53
უკან დაბრუნება