ივერიონი / თამარ სანიკიძე: პრესით და ტელევიზიით გადაუმოწმებელი ინფორმაცია გადის!

თამარ სანიკიძე: პრესით და ტელევიზიით გადაუმოწმებელი ინფორმაცია გადის!

  განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება:

 

  "ყველაფერს აკრიტიკებენ განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციები. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი რამ ზედაპირულად არის შეფასებული და არ ჩადიან სიღრმეში. ელემენტარულად არ მოწმდება ინფორმაცია, რომელიც გადის პრესით, ტელევიზიით. გახშირებული სუიციდები კი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ნორმალურად მიმდინარეობს ამ სისტემაში მუშაობა. რაც შეეხება კომისიის შექმნას, ეს სამსჯელო და გადასაწყვეტია და რამდენადაც ვიცი ამაზე მუშაობენ", -განაცხადა სანიკიძემ.

 

 

22-09-2014, 12:05
უკან დაბრუნება