ესპერტი კახი კახიშვილი ფიქრობს, რომ ირაკლი ალასანიას გუნდის წევრები "ქართული ოცნების" ეთგულების დასამტკიცებლად არა მხოლოდ პრეზიდენტს, თუ საჭიროა თავდაცვის მინისტრსაც გააკრიტიკებენ. ამის შესახებ კახიშვილი გაზეთ "ქრონიკასთან" საუბრისას აცხადებს.
"თქვენ თუ ფიქრობთ, რომ თუკი ალასანია კოალიციას დატოვებს გუნდის წევრები თან გაჰყვებიან, არასწორი მოლოდინი გქონიათ. მე არ ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, ვინც მარგველაშვილის მიმართ მკვეთრი განცხადებებით გამოირჩეოდნენ, ალასანიას გაჰყვებიან ნებისმიერ ადგილას. შესაძლებელია მათ ასეთივე მკვეთრი განცხადებები გააკეთონ ალასანიას მიმართაც, რომ "ქართული ოცნების" ერთგულება დაამტკიცონ. თუმცა მეორე საკითხია ის ადამიანები, ვინც ასოცირებული არიან ალასანიასთან, ნამდვილად გამოირჩეოდნენ მკვეთრი განცხადებებით პრეზიდენტის მიმართ, რაც ჩემი აზრით, არასწორია, რადგან დღეს ჩვენ ინსტიტუციებს უნდა ვცეთ პატივი", - აცხადებს კახიშვილი.