რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია კახეთს ეწვია და რეგიონის განვითარების ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაცია სჭირდება ურბანულ, კომუნალურ და ტურისტულ ინფრასტრუქტურას.
"ყველა ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს ყოველკვირეულად გავაკონტროლებთ", _ აცხადებს შოთა მურღულია.
"თელავში მიმდინარეობს "ბატონის ციხის" რეაბილიტაცია, მოხდება მუშაობის პროცესზე მუდმივი კონტროლი", _ აცხადებს მუნიციპალიტეტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან ჭიჭინაძე.