ბატონო ზაურ,
ბ-ნი ზურაბ ტყემალაძის "ივერიონში" გამოქვეყნებულმა წერილმა: "ვინ და რატომ დაანგრია პარლამენტის შენობა?" წელიწადნახევრის წინ გაზეთ "ილორში" გამოქვეყნებული ჩემი სტატია გამახსენა, რომელსაც გიგზავნით მცირეოდენი შესწორებით.
ვფიქრობ, იგი საინტერესო იქნება ქვეყნის ბედით დაინტერესებული, მოაზროვნე მკითხველისთვის.
პატივისცემით
დავით ქობალია
ვასრულებთ ბატონ დავით ქობალიას თხოვნას და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ვაქვეყნებთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით.
სამწუხაროა, რომ დღემდე უზარმაზარი ეროვნული ენერგია იხარჯება ისეთ ბლეფებზე, როგორიცაა საქართველოს ევროგაერთიანებაში და ნატოში გაწევრიანება!
როცა, ევროპელებს ევროგაერთიანება თავზე ენგრევათ, საქართველოს შესვლა ამ გაერთიანებაში, მხატვრული ფილმის „ცისფერი მთები“-ს ფინალს მაგონებს _ დასანგრევად განწირული შენობიდან თავდაღწეული პერსონაჟი, იროდიონი _ „ქუდი დამრჩაო“ და უკან რომ შებრუნდება!
კაცმა რომ თქვას, ვინ იცის, ის ქუდი რად უღირდა იროდიონ ბატონს!.. მაგრამ, საქართველო რომელი ქუდის გამოსატანად იკლავს თავს, ნგრევადი ევროგაერთიანებიდან, სადაც ის არასოდეს ყოფილა და არც მომავალში არავინ შეუშვებს?
გასულ საპრეზიდენტო წლებში „მიშა-შეურაცხადი“-ს თავხედობა იქამდე მივიდა, რეგვენებად, სულელებად და არაფრის მნახველებად ჩათვალა საქართველოს მოსახლეობა და აეროპორტად წოდებული რკინის და თუნუქის კონსტრუქციების მცირე ზომის „ყაზარმა“ (როგორც ამბობენ 78 მილიონი დოლარი რომ დაჯდა), საქართველოს მოსახლეობას ამსტერდამის, ვენის და კიდევ მრავალ აეროპორტზე დიდად წარმოუდგინა, როცა ყველა მათგანს მიშასეულ „ყაზარმაზე“ ბევრად დიდი, მრავალსართულიანი ავტოსადგომები გააჩნია!
ის კი არა, ქუთაისის ე.წ. აეროპორტი, რომელსაც, მგონი სათადარიგო ასაფრენი ბილიკიც კი არ გააჩნია _ დუბაის აეროპორტის ანალოგად შემოგვასაღა!
თავი დავანებოთ ზემოთ ხსენებულ „უტოპიურ ოცნებებს _ ევროგაერთიანებას, ნატოს“ თავი და ვიკამათოთ იმაზე, რაზეც ერი და ბერი, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა კამათობს:
_ იყო თუ არა გამართლებული, საქართველოს პარლამენტის გადატანა ქუთაისში?
_ გამოიწვევს თუ არა პარლამენტის თბილისში დაბრუნება ქუთაისის და რეგიონის (ალბათ იმერეთის!) განვითარების პერსპექტივების განადგურებას? და ა.შ.
ზემოთ ხსენებული, ე.წ. „პრობლემები“-ს სიმრავლე იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტში, დიდი უმრავლესობა, შემთხვევითი ხალხია მოხვედრილი და მათ, გარდა პროვოკაციულ ინტრიგებზე ერთმანეთის წამოგებისა, არაფერი ესმით და არაფერს ხედავენ!
სხვანაირად, როგორ წარმოვიდგინოთ ის ამბავი, რომ იმ უმრავლესობას მაინც, ვისი იმედი საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს გააჩნდა, ერთხელაც არ მოსვლია აზრად, თვითონ თუ ვერ შეძლებდა, ფინანსური ექსპერტებისთვის მაინც მიემართა და დაეთვალათ _ რამდენ სამუშაო ადგილს შექმნიდნენ ქუთაისში პარლამენტის ასაშენებლად დახარჯული ოთხასი მილიონი ლარით, მრეწველობაში რომ დაებანდებინათ და ქუთაისელი მეწარმეებისთვის მიეცათ საშუალება, ადგილობრივი პროდუქციის შესაქმნელად!
ამჯერად იმაზე, თუ რას ემსახურებოდა ქუთაისში პარლამენტის გადატანა და ოთხას მილიონ ლარად „ღირებული“, როგორც ქუთაისლები ამბობენ _ იქ „წამოყანთრული შუშის საზამთრო თუ მედუზა“!
განათლების სისტემა გულმოდგინედ რომ დაინგრა საქართველოში ბოლო 22 წლის განმავლობაში, იმასაც ეტყობა, რომ, რაც უნდა წერო, წამკითხველი მაინც არ გამოჩნდება, რადგან იმას, ვისაც წერა-კითხვა და გაგება შეუძლია, არავინ არაფერს ეკითხება, ვისაც ეკითხებიან და უნდა მოკითხონ კიდეც _ წერა-კითხვა არ იციან!
ყოველივე ამას ის მათქმევინებს, რომ მარტო გაზეთ „ილორი“-ის მთავარ რედაქტორს ბატონ როლანდ ჯალაღანიას იმდენი აქვს დაწერილი და მოკვლეული, თუ რატომ დაისახა მიზნად „მიშა-შეურაცხადმა“ ქუთაისში პარლამენტის გადატანა და დღეს მზად არის ყველაფერი დათმოს, ოღონდ პარლამენტს ნუ დააბრუნებენ თბილისში, ამას რომ ქვეყნის რჩეული 150 კაციდან არავინ გამოეხმაურება და უაზრო და უსაგნო კამათს განაგრძობს ანგაჟირებულ ოპონენტებთან, მართლაც ცუდადაა ჩვენი და ჩვენთან ერთად ჩვენი სამშობლოს საქმე!
იძულებული ვარ, კიდევ ერთხელ მოვუხმო ვრცელ ამონარიდს ამ თემაზე ბატონი როლანდის წერილიდან:
„როგორც იტყვიან, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას მოხსნა პირი გუდას, მაშინ ჯერ კიდე ვსაქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა და, თანაც როგორ მოხსნა! ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი რომ არ იყოს, მისი გამოსვლიდან გამომდინარე, გაიფიქრებდი _ სკლეროზი მოერია, აღარ ახსოვს თავისი ახლო წარსულის შავ-ბნელი საქმეები და ამიტომ ჭიკჭიკებს ასეთი ამაღლებული განწყობითო.
შემდეგ ქუთაისში საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობისა და საზოგადოებრიობის აქტიური მონაწილეობით გაიმართა განხილვა საკითხისა _ უნდა დარჩეს თუ არა საქართველოს პარლამენტი ქუთაისში?
ჩვენდა სამწუხაროდ და საუბედუროდ, პარლამენტის თბილისში დაბრუნებას სწორედ სააკაშვილისა და მისი ბანდისაგან გაბრიყვებული ის ქართველები ეწინააღმდეგებიან, რომელთაც არ იციან, საერთოდ, ვის მიერ და როდის დაისვა არა მხოლოდ სახელისუფლებო სტრუქტურების, არამედ, საქართველოს დედაქალაქის ქუთაისში გადატანის საკითხი. ჩვენ უკვე ვწერდით იმის თაობაზე, რომ ჯერ კიდევ 1922 წლის მაისში (ვიდრე ლენინი ჯერ კიდევ შრომისუნარიანი ავადმყოფი იყო) საქართველოს დედაქალაქის ქუთაისში გადატანის მოთხოვნით ლენინს წერილობით მიმართეს ცნობილმა სომეხმა რევოლუციონერებმა სტეფანე შაუმიანმა და აღასი ხანჯიანმა: მალე ამიერკავკასიის ფედერაცია შეიქმნება და უმჯობესი იქნება ამიერკავკასიის დედაქალაქად სწორედ თბილისი გამოვაცხადოთო.
სომეხთა ჩანაფიქრი საკმაოდ “ჭკვიანური” და ამავე დროს, საკმაოდ მზაკვრული გახლდათ: საქართველოს დედაქალაქის ქუთაისში გადატანით ისინი იოლად მოახერხებდნენ სომეხი მოსახლეობის გადმოსახლებას აღმოსავლეთ საქართველოში და, აქედან გამომდინარე, მის სრულ გასომხებას.
მაშინ დაშნაკების ამ ვერაგული ჩანაფიქრის აღსრულებას წინ აღუდგა იოსებ სტალინი, რომელმაც შესძლო დაერწმუნებინა ლენინი ამ გეგმის მიუღებლობაში.
_ ახლახან დამთავრდა 1918 წელს დაწყებული სომხეთ-საქართველოს ომი, სწორედ რომ ახლახან (1915 წელს) ჩატარდა სომხების მასიური ხოცვა-ჟლეტვა თურქების მიერ, ამიტომ, დიდი რაოდენობის სომხების, მუსულმანებისა და ქართველების ერთ ქალაქში თავმოყრამ შეიძლება ახალი სისხლისღვრის პროვოცირებამდე მიგვიყვანოსო, _ უთხრა მაშინ სტალინმა ლენინს, რაც არ გახლდათ ჭეშმარიტებას მოკლებული.
თუმცა, მაშინაც იყვნენ მოკალათებული საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ის გადაგვარებული ქართველები _ ტოროშელიძეები, მახარაძეები, ორჯონიკიძეები, ცხაკაიები, მდივნები, რომლებიც არ დასჯერდნენ საქართველოდან მისი ძირძველი კუთხის ჰერეთის ჩამოცილებას და ახლა, სომხურ ბოდვით იდეებს ბრმად თუ შეგნებით აყოლიებულნი, მზად იყვნენ, რომ თბილისი ამიერკავკასიის დედაქალაქად გამოეცხადებინათ!
ალბათ ამიტომაც გვეძახიან რეაქციონერი სომხები „გიჟ-ვრაცუას“ (შეურაცხად ქართველებს). მაგრამ, მაშინ კიდევ ერთხელ გადაგვარჩინა ღმერთმა!
უფრო სწორად, _ მაშინ საქართველო გასომხებას იოსებ სტალინმა გადაარჩინა, მოგვიანებით კი ლავრენტი ბერიამ კიდევ უფრო გააძლიერა ლამის ერთიანად გასომხებულ აღმოსავლეთ საქართველოში ქართული სული და, როგორც ამბობენ, თბილისის ქართული მოსახლეობის რიცხვი დასავლეთ საქართველოდან გადმოსახლებული ქართველებით შეავსო!
სწორედ ამიტომ შეიძულა ლავრენტი ბერია აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის აშკარად არაქართულმა ნაწილმა, რომელიც საიმედოდ არის ამოფარებული ქართულ გვარ-სახელებს!
არსებობს ძველებური ინგლისური გამოთქმა: „ამ ადამიანს ისეთი რა სიკეთე გავუკეთე, ასეთ დაუძინებელ მტრად რომ მექცაო“!
ჩვენ ვიცით, თუ რატომ მოეკიდა ბერიას ასე მტრულად საქართველოს არაქართული მოსახლეობა. იმიტომ, რომ საქართველოში ქართველთა შევიწროების პროცესები ლამის 80 წლით დამუხრუჭდა. ყველაზე დიდი უბედურება კი ის გახლავთ, რომ თურმე ჩვენს საყვარელ ქუთაისს კვლავაც ყვავ-ყორნებად დაჰყარყაშებენ ახალი ყაიდის ტოროშელიძეები, მახარაძეები, ორჯონიკიძეები და სხვა ავსულები, რომლებიც ვერ გრძნობენ გადამთიელთა მიერ შემოგდებულ სატყუარას და ყოველგვარი სიცრუისა თუ ყალბი პატრიოტული პათოსის მოშველიებით ცდილობენ ქუთაისში საქართველოს პარლამენტისა და შემდეგ კი დედაქალაქის დამკვიდრების იდეის ლობირებას.
ღმერთო, შენ აუხილე თვალები ნებსით თუ უნებლიედ დაბრმავებულ და ფულზე სულგაყიდულ იმ ვაი ქართველებს, რომლებიც საკუთარი ყოფითი გაჭირვებიდან თავის დაღწევის ერთადერთ გზად მხოლოდ ქუთაისის გადედაქალაქებაში ხედავენ!
ეს არ გახლავთ მხოლოდ ქუთაისლების პრობლემა, ეს სრულიად საქართველოს პრობლემაა, თანაც, მეტად საფრთხილო და საბედისწერო!“
მიუხედავად ჩემი დროის დეფიციტისა (არ მაქვს ბედნიერება, ხშირად და ხანგრძლივი დროით ვიყო საქართველოში!), რამდენიმე მნიშვნელოვან ქართულ ბანკში მაინც მოვახერხე მისვლა და ზოგიერთი საინტერესო საკითხის შესწავლა. მათ შორის, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო _ რა ოდენობის კრედიტებს ითხოვენ ქართველი მეწარმეები მცირე და საშუალო საწარმოების დასაფინანსებლად, სადაც ოციდან ორმოცდაათ კაცამდე დასაქმდებოდა.
თითქმის ერთი და იგივე პასუხი მივიღე ყველა ბანკიდან _ ორასიდან ოთხასი ათას ლარამდე მერყეობს თურმე საინვესტიციო თანხა, როცა ადგილობრივ ნედლეულზე მომუშავე წარმოებებზეა საუბარი და ისიც, ქართული ბანკების კაბალური საპროცენტო განაკვეთით (18-იდან 28%-ამდე), რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია დამკვიდრებულია ქართულ საბანკო სისტემაში და ამ მხრივ პირველობას ვერავინ წაგვართმევს დედამიწის ზურგზე!
ამის შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდა ჩემთვის, თუ რა უნიკალური შესაძლებლობა დაჰკარგა ქუთაისმა და მასთან ერთად იმერეთის რეგიონმა, როცა მას ოთხას მილიონ ლარად ღირებული „შუშის მედუზა“ თუ „საზამთრო“ აუშენეს და ქუთაისელ მეწარმეებს არ გადასცეს ეს თანხა წარმოებების ასაღორძინებლად!
ერთი წუთით, ციფრებში მინდა წარმოგიდგინოთ, თუ რას ნიშნავს ყოველივე და მოდით, ამ მარტივი არითმეტიკული ამოცანით ქუთაისის პარლამენტარებს მივმართოთ:
_ რამდენ სამუშაო ადგილს შექმნიდნენ ოთხასი მილიონი ლარით, თუ თითო წარმოებას ხუთას ათასს მისცემდნენ და თითოეული მათგანი ორმოცდაათ კაცს დაასაქმებდა?
_სანამ პარლამენტის შესაბამისი კომისია განიხილავდეს ამ საკითხს, დიდი დრო გაივლის და ჩვენვე, მარტივი მათემატიკური მოქმედება ჩავატაროთ:
400.000.000:500.000=800X50=40.000
გამომდინარე აქედან 40.000 (ორმოცი ათასი), გრძელვადიანი სამუშაო ადგილის შექმნა შეიძლებოდა ზემოთ ხსენებული თანხით, ის, ოთხასი მილიონი ლარი, ქუთაისელი მეწარმეებისთვის რომ მიეცათ!
ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეს უაზრო შენობა სამუშაოდ ვარგისი რომ გახდეს, ექსპერტების აზრით 100-150 მილიონი ლარი კიდევ დასჭირდება!
_რა მოუტანა ქუთაისს და იმერეთის რეგიონის მოსახლეობას პარლამენტის ქუთაისში გადატანამ?
როგორც ქუთაისში ამიხსნეს და განმანათლეს _ რამდენიმე ასეული ბინა გაქირავდა, ალბათ, ასევე რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდა, ძირითადად მძღოლებად, დამლაგებლებად და ეს არის სულ ის სიკეთე, რაც პარლამენტის ქუთაისში გადატანას მოჰყვა!
_ რესტორნები, კვების ობიექტები ხომ ამუშავდა?
ჩემს კითხვაზე, ჩემმა მასპინძელმა, უამრავი ანეკდოტი რომ მომიყვა, ქუთაისის პარლამენტზე და პარლამენტარებზე
„ტიტუუ!!! მაგი არ გამაგონოო!“ შეიცხადა.
რა იყო შე კაცო, რა შეიცხადე-მეთქი, რომ ვუთხარი, მშვიდად ამიხსნა მიზეზი:
„_უმრავლესობა და უმცირესობა ერთმანეთის შიშით, ხოლო, ცალკე უმცირესობა გამწარებული ხალხის შიშით, რესტორნებსა და საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში იშვიათად თუ გამოჩნდებიან!
_ის კი არა, პუტანკებიც თბილისიდან ჩამეიყვანეს, რამაც „ადგილობრივი კადრები“-ს დიდი გულისწყრომა გამოიწვიაო!“
ხუმრობა იქით იყოს, ქუთაისს და პარლამენტს მივუბრუნდეთ!
რამდენჯერმე, კვლავ გაიჟღერა საქართველოს დამაქცევართა მიერ (ბევრი მათგანი ახლაც პარლამენტში სხედან!) ამ ოცდაორი წლის წინ შემოგდებულმა ცნობილმა ფრაზამ _ „პარლამენტის შენობა ცოდვილ ადგილზეა აშენებული და იგი ისედაც უნდა დაცლილიყოო!..“
მახსენდება _ბერლინის კედლის დანგრევამდე, კედლის ორივე მხარეს მცხოვრები გერმანელები, ერთნაირი ჟინით და სიამაყით უყურებდნენ სანახევროდ დანგრეულ „რაიხსტაგი“-ს შენობას. როცა, ძალადობის კედელი დაინგრა და ორად გაყოფილი გერმანია გაერთიანდა _ არავის მოსვლია აზრად, იმ დღეებში და არც მის მერე, გახსენებინათ, რომ ყველა უბედურება ამ შენობიდან დაიწყო და აქ გაცხადდა კიდეც გერმანელი ერის გასანადგურებელი განაჩენი, როცა _ „გერმანული რასსა ყველაზე მაღლა მდგომად გამოცხადდა“!
_არავის უხსენებია ადოლფ ჰიტლერი და მისი გარემოცვა, რომელმაც გერმანია და გერმანელი ერი კატასტროფამდე მიიყვანა!
მე ვსვამ ლოგიკურ კითხვას: როგორ გავიგოთ ის ამბავი, რომ „საპარლამენტო უმრავლესობა“, დანაშაულების შემოქმედ „საპარლამენტო უმცირესობა“-ს უსუსურად თხოვს _ პარლამენტის შენობის აღდგენისა და საქართველოს პარლამენტის მის ტრადიციულ ადგილზე დაბრუნების ნებართვას?!
მერწმუნეთ, ამ საქციელს, არავინ ჩაუთვლის საქართველოს დღევანდელ მთავრობას „დემოკრატიის დემონსტრირებად“, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებში, ქვეყნის მოსახლეობის მონაპოვარს კი _ საფრთხის წინაშე აყენებს!
ადრეც ვწერდი და ახლაც ვიმეორებ: დროზე უნდა დაარისხოს განგაშის ზარი მოსახლეობამ, თორემ ჩვენს მიერ არჩეული პარლამენტარები ამას არ იზამენ, რადგან უამრავ მათგანს ქვეყნის დაქცევის გენეტიკური ნიჭი ტრადიციად მოსდევს!
დავით ქობალია