ივერიონი / მანანა კობახიძე: ყველაფერი კანონის ფარგლებშია!

მანანა კობახიძე: ყველაფერი კანონის ფარგლებშია!

   პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ბრალდებული პირის ოჯახის წევრებისა და ნათესავების ქონების დაყადაღება კანონით გათვალისწინებული ზომაა.

  კობახიძე ამ თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილთან და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს.

  "კანონი იცნობს ნათესავებზე, ოჯახის წევრებზე, დაკავშირებულ პირებზე ასეთი ზომების გამოყენებას. ეს კანონის ფარგლებშია, თუმცა, რამდენად არსებობს ამის საფუძველი, ეს სასამართლომ უნდა შეაფასოს. როგორც ჩანს, საფუძველი იმისა, რომ სასამართლოს დაყადაღების ზომა გამოეყენებინა, არსებობდა, რათა მოხდეს სარჩელის უზრუნველყოფა - დავა განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისებაზეა. ეს ბიუჯეტის კუთვნილი თანხაა, რომლის ამოღების უზრუნველყოფაც პროკურატურამ ამ ფორმით გადაწყვიტა და სასამართლო მას დაეთანხმა", - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.

22-09-2014, 19:25
უკან დაბრუნება