ხუდადოვის ქუჩის №2-ში "გადასასვლელ ხიდთან" განთავსებული ფულის გადასარიცხი აპარატი გვიან ღამით უცნობმა პირებმა დააზიანეს.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
სამართალდამცავების განცხადებით, აპარატიდან გატაცებული თანხის რაოდენობა მათთვის ჯერჯერობით უცნობია.