უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნის ინტერესებს დააზარალებს, შეწყალების მექანიზმი უნდა ამოქმედდეს.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა უნდა შეიწყალოს.
"მე მაქვს ჩემი მოსაზრება: თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს გაამტყუნებს და მისი დაპატიმრება, როგორც ყოფილი პრეზიდენტისა, ქვეყნისთვის პოლიტიკურად დამაზარალებელი იქნება, არსებობს შეწყალების მექანიზმი. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ეს მექანიზმი უნდა იქნას ამოქმედებული და პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა ექსპერზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. თუ კაცს დანაშაული აქვს ჩადენილი და მისი გამოძიება არ მოხდება, კიდევ უფრო აზარალებს ქვეყანას", - განაცხადა ძიძიგურმა.