ივერიონი / მანანა კობახიძე: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სისტემის დისკრედიტაციის მიზნით აპელირებს!

მანანა კობახიძე: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სისტემის დისკრედიტაციის მიზნით აპელირებს!

   პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიტუაცია კრიმინალების მიერ იმართება. მისი შეფასებით, ეს ის თემაა, რომელზეც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სისტემის დისკრედიტაციის მიზნით აპელირებს.

  ამასთან კობახიძე ციხეში მყოფ "კრიმინალურ ავტორიტეტთა" სატელეფონი საუბრების საფუძველზე, რომელიც ტელეეთერით გავრცელდა, საგამოძიებო პროცესის დაწყების საჭიროებას ვერ ხედავს.


   "ამაში ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობას არ ავყვებით. თავად გადაცემასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს გადაცემა საგამოძოებო კომისიის შექმნის საფუძველი შეიძლება გახდეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ევალება, ყველაფერი გააკეთოს, რათა ციხეებში მდგომარეობა იყოს აბსოლუტურად კონტროლირებადი უწყების თანამშრომლების მხრიდან, ხოლო თუკი რაიმე გადაცდომას ექნება ადგილი, გატარდეს ღონისძიებები კანონით გათვალისწინებული ზომების ფარგლებში. სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ არის და ის, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" "აგორებს", საზოგადოებაში უნდობლობის, ნიჰილიზმისა და შიშის დანერგვის მიზანს ემსახურება. ჩვენ მათ ამაში არ ჩავყვებით", - განაცხადა მანანა კობახიძემ.


  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე გამოძიების დაწყებას სთხოვს.

23-09-2014, 06:56
უკან დაბრუნება